png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აბანოთუბანში ”თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“ გაიხსნა

  • კულტურა
  • 26.09.2015
  • 10:04
აბანოთუბანში ”თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“ გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი აბანოთუბანში (ლეღვთახევში) „თბილისი ფოტო ფესტივალი 2015“-ის რიგით მეექვსე გამოშვების გახსნას დაესწრო. ფესტივალის პროგრამაში, ტრადიციულად, 200-მდე ევროპელი, ქართველი და რეგიონალური ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი - ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასებისა და „ფოტოგრაფიის ღამის“ პროექტის ფარგლებში. „Tbilisi Photo Festival 2015“-ის ძირითადიმ ხარდამჭერები, წელსაც, თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არიან.

“ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებლებს ძალიან ბევრი საინტერესო ექსპოზიცია ელის. „Tbilisi Photo Festival“ საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ გამოფენებით - ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ძალიან საინტერესო მასტერკლასები. დედაქალაქის მერია, ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თბილისელებისა და ვიზიტორებისთვის „თბილისი ფოტო ფესტივალი“ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება იქნება”,- განაცხადა მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა.

ექსპოზიციის კვირეულის პირველ დღეს,ღია ცის ქვეშ, გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტი - “ომის შემდგომი ისტორიები ” გამოიფინა, ნამუშევრები მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.

 „Tbilisi Photo Festival“-ი სტუმრებს მსოფლიო ფოტოგრაფიის ვარსკვლავების გამოფენებსაც სთავაზობს. 2015 წლის პროგრამაში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფოტო სააგენტოს „Magnum Photos“ ორი წევრის - ალექს მაიოლის და ანტუან დ’აგატას ექსკლუზიური გამოფენები იქნება წარმოდგენილი. ფოტო ფესტივალის საპატიო სტუმარი კი, წელს, მსოფლიოში ცნობილი ფოტო ჟურნალსიტების ჯგუფი „#DYSTURB“ იქნება.

 ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება - “ფოტოგრაფიის ღამე”, ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში, 26 სექტემბერს გაიმართება.

 სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2015 წელს ფოტო ფესტივალი რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივით ხვდება - კავკასიაში პირველი ფოტო წიგნის ბაზრობა„Tbilisi Photo Book“, 27 სექტემერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნება.

 ფესტივალის პროგრამა საჯარო ლექციებსა და ფოტოგრაფებთან შეხვედრების დიდ სერიებსაც ითვალისწინებს.

 „Tbilisi Photo Festival 2015“ 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge