ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა
- კულტურა
- 06.02.2020
- 10:05
ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაბამისი განცხადება მისმა ვაჟმა მაიკლ დუგლასმა თავის Instagram-ზე გააკეთა.
მაიკლ დუგლასის თქმით, მამამისი იყო ლეგენდარული მსახიობი ჰოლივუდის "ოქროს ხანის" პერიოდიდან და ამავე დროს დიდი ქველმოქმედი.
კირკ დუგლასს მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული. მათ შორის "ულისე", "სიცოცხლის წყურვილი", "დიდების ბილიკები", "ვიკინგები" და სხვა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მის მიერ შესრულებული მთავარი როლი ლეგენდარულ "სპარტაკში".
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200