png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარდგენილი

  • კულტურა
  • 13.02.2020
  • 14:05
ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარდგენილი

ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარმოდგენილი (ქართული პავილიონის ნომერია 126 და იგი ბერლინში სასტუმრო „მერიოტში" იქნება განთავსებული). ეროვნული კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვნელობით კინოცენტრის გუნდი გამართავს არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას, მათ შორის ბერლინის, კანის, სან სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოს, ვენეციის, ანსის კინოფესტივალებისა და ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენლებთან. ასევე, საქართველოში ფილმების გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს აქტიურად გავაცნობთ პროგრამას „გადაიღე საქართველოში". გარდა ამისა, გაიმართება მოლაპარაკებები ქართული ფილმების ყიდვით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან, გაყიდვების აგენტებთან, კინოთეატრებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებთან.

ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული მთავარი როლისთვის იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების ათეულში მოხვდა, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარსდგებიან. გადაწყვეტილება კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო. რამდენიმე დღის მანძილზე მას შესაძლებლობა ექნება ბერლინში შეხვდეს კასტინგის მენეჯერებს, რეჟისორებსა და მსახიობებს. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს" გადასცემენ.

„ბერლინალეს" ბაზრობაზე (Market Screenings) აჩვენებენ 2 ქართულ ფილმს. ცნობილი ქართველი რეჟისორის – ლანა ღოღობერიძის ახალ ნამუშევარს „ოქროს ძაფი" და უტა ბერიას სადებიუტო ფილმს „უარყოფითი რიცხვები".

ჩვენებების განრიგი:

„ოქროს ძაფი" – 22 თებერვალი, 20:00 საათი, CinemaxX 2;
„უარყოფითი რიცხვები" – 21 თებერვალი, 13:10 საათი CinemaxX 14 და 24 თებერვალი, 11:20 საათი, dffb-Kino;
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრებიან ქართველი კინემატოგრაფისტები – ნანა ჯანელიძე, გიორგი ოვაშვილი, კახა მაჭარაშვილი და ხათუნა ხუნდაძე. მათ უკვე მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება, ბერლინში კი ფილმების პროექტებს უცხოელ კოლეგებს წარუდგენენ. ასევე, ინდუსტიურლ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს 2 ქართველი პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი (Emerging Producers) და მაკა გოგალაძე (Berlinale Talents). ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით „ბერლინალეს" დაესწრება კინომცოდნე გიორგი ჯავახიშვილი. იგი გამარჯვებულია ეროვნული კინოცენტრის კონკურსისა „წერე ქართულ კინოზე".

25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისთვის სასტუმრო „მარიოტში" ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge