png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

  • თავდაცვა
  • 26.02.2020
  • 10:26
პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში ჯარი ქართული, გაუყინავი, ღორის ხორცით მომარაგდება

"თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების კვებითი პირობების გაუმჯობესებას აგრძელებს", - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

თავდაცვის უწყების ცნობით, 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.

"თავდაცვის ძალები დღემდე ქართული გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება.

სამხედრო მოსამსახურეებისათვის კვებითი პირობების გაუმჯობესება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება.

2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა გაიზარდა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული აქცენტი პროდუქციის ხარისხზე კეთდება. ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მარაგდება. საკვები პროდუქციის ხარისხსა და სასადილოებს კი თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს.

პროდუქციის მრავალფეროვნებასთან და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს ექცევა. მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საბოლოო ჯამში, ახალი სტანდარტების დამკვიდრება უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს", - ნათქვამია პრესრელიზში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge