png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

25%-იანი Cashback აქცია Mobil-ის ძრავის ზეთებზე „თეგეტა მოტორსისგან“

  • ბიზნესი
  • 11.03.2020
  • 16:57
 25%-იანი Cashback აქცია Mobil-ის ძრავის ზეთებზე „თეგეტა მოტორსისგან“

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის Mobil-ის ძრავის ზეთებზე 25%-იან Cashback აქციას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი რომელიც შეიძენს პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთს, დახარჯული თანხის 25%-ს დაიბრუნებს „თეგეტა ქარდზე“.

 

დაგროვებული ქულების დახარჯვა შეგიძლიათ თეგეტას ფილიალებში ყველა პროდუქტსა და სერვისზე. აღნიშნული შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 31 მარტის ჩათვლით.

სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც თეგეტას სერვისცენტრებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ და 5-7 დღეში მიიღოთ. 

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. თეგეტა მოტორსი გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Mobil, Shell და Motul. თეგეტაში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები.

ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ზეთი უნდა შეიცვალოს სანამ მისი დეგრადაცია გამოიწვევს ძრავის დაზიანებას.

ზეთის დაბინძურების დონის განსაზღვრა კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან რთულია, ამიტომ ავტომწარმოებლებს მოჰყავთ რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით. რეკომენდაციები განსხვავდება და დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე, ძრავის კონსტრუქციულ თავისებურებებზე და ექსპლუატაცის პირობებზე. 

აღნიშნულის გათვალისწინებით გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთზე, რადგან მას გააჩნია საექსპლუატაციო თვისებების მარაგი იმისათვის, რომ ყველაზე რთულ სამუშაო პირობებშიც უზრუნველყოს ძრავის საიმედო დაცვა და ხანგრძლივი მუშაობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge