png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადო

  • სპორტი
  • 13.03.2020
  • 16:04
უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადო

უეფამ მომავალ კვირაში გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადო. გადაწყვეტილების მიზეზი ევროპის კონტინენტზე გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიაა.

გადაწყვეტილება ვრცელდება ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრებზე, რომლებიც 18 და 19 მარტს იყო დაგეგემილი, ასევე - 19 და 20 მარტს გასამართ ევროპალიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩზე. შესაბამისად, გადავადდება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მომდევნო ეტაპების წილისყრაც, რომელიც 20 მარტს იყო ჩანიშნული.

ასევე გადაიდო უეფას ახალგაზრდული ლიგის ¼-ფინალის მატჩებიც, რომლებიც 17-18 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

გადადებული მატჩების გამართვის ახალ თარიღთან დაკავშირებით, უეფაში გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. 

უეფამ თავისი წევრი 55 ნაციონალური ასოციაციის წარმომადგენლები 17 მარტს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელზეც  მსჯელობა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იქნება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება ევრო 2020-ის პლეი ოფის ბედიც, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს 26 მარტს უნდა უმასპინძლოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge