საბურთალოს დროებით წყლის მიწოდება შეუწყდება
- საზოგადოება
- 26.09.2015
- 13:12
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოზე, მგალობლიშვილისა და ჩერქეზიშვილის ქუჩების კვეთაზე, დაზიანების სალიკვიდაციოდ, გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს და კაპიტალური რემონტს უტარებს წყალსადენის 300 მმ-იან ქსელზე დამონტაჟებულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს. აღნიშნული სამუშაოები წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 26 სექტემბრის 12:30-დან 19:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200