png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

  • ბიზნესი
  • 03.08.2020
  • 13:24
 ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე-  cashbox-ზე ჩარიცხულ თანხაზე cashback-ი შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს რომ  თუკი ბიზნესი  ნავაჭრ თანხას საკუთარი  კომპანიის ანგარიშზე cashbox-ის მეშვეობით  შეიტანს,  მას აქციის ფარგლებში, შეტანილი თანხის 0.1% Cashback-ის სახით  საჩუქრად, ისევ კომპანიის ანგარიშზე  დაუბრუნდება.  Cashback-ის გარდა აპარატით ჩარიცხვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

  • თანხის მიმღები ინოვაციური აპარატი, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიტანოს კომპანიის ანგარიშზე თანხა; 
  • მომხმარებელს აღარ უწევს  კუპიურების აპარატში სათითაოდ მოთავსება, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერთად განათავსოს აპარატში;
  • ბიზნესისთვის მეტი კომფრტის შექმნის მიზნით არ არსებობს აპარატში განსათავსებელი თანხის ლიმიტი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ოდენობის თანხას შეუფერხებლად შეიტანს ანგარიშზე;
  • თანხის ასახვა ხდება მომენტალურად.
  • თანხის შეტანა სრულიად უფასოა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბიზნესბარათი, რომლის შეკვეთა დისტანციურად, ინტერნეტბანკით არის შესაძლებელი.

ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის სასურველია, მომხმარებელმა ისარგებლოს  იმ Cashbox-ით, რომელიც დგას მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ადგილას,  ობიექტთან ან ოფისთან  ახლოს.  აქცია  პირველი ტრანზაქციიდან 3 თვის მანძილზე გრძელდება.  

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის გვერდში დგომა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის შევქმენით თანხის მიმღები აპარატების CashBox-ების ქსელი. აპარატის საშუალებით ნავაჭრი თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე, მომხმარებელი cashbox-ით სარგებლობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მისთვის მოსახერხებელ ადგილას შეძლებს. ბიზნესების წახალისების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ  cashback-ის  აქციას, რაც შეტანილი თანხის ნაწილის ბიზნეს ანგარიშზე საჩუქრად მიღებას გულისხმობს. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი ინოვაციებით ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ cashbox-ი ის ინსტრუმენტია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის მართვას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Cashbox-ისა და მისი განთავსების ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/cashbox

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge