რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან უკანონო სამუშაოები განაახლეს
- კონფლიქტები
- 02.09.2020
- 12:57
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ყარაფილასთან ისევ გამოჩნდნენ და, სადაც უკანონო სამუშაოები განაახლეს.
ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბერს, ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში დაიწყეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენიც, რომლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.
აღნიშნულის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200