png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა

  • სპორტი
  • 15.11.2020
  • 23:30
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა და სომხეთთან 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ძალიან უსახურად ითამაშეს და ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანეს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო იყო.

ვლადიმირ ვაისმა მაკედონიელებთან მატჩის მერე, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 9 ცვლილება განახორციელა და მინდორზე მხოლოდ კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვაკო გვილია დატოვა. ამასთან, განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი. თავის მხრივ, საქართველოში მთავარი ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა სომხეთის ნაკრები. ჰენრიხ მხითარიანს იტალიურმა რომამ კარანტინის დატოვების უფლება არ მისცა.
33-ე წუთზე პირველი გოლი მასპინძელთა კარში კვიპროსული აელ-ის ფორვარდმა გევორქ ღაზარიანმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელებმა საპასუხო ბურთი 65-ე წუთზე პენალტით გაიტანეს. შეცვლაზე შესულმა ვაკო ყაზაიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახდა.

სტუმრები 86-ე წუთზე დაწინაურდნენ. გერმანული ჰოფენჰაიმის თავდამსხმელმა სარგის ადამიანმა მეორე გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები კვლავ თბილისში ესტონეთს შეხვდებიან, რაც სლოვაკი ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრა იქნება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge