ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- კონფლიქტები
- 22.12.2020
- 19:04
სოფელ ზარდიაანთკარიდან გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ სამართალდამცველებს გადასცა. მამაკაცი ახლა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება და პოლიციელებთან, გატაცების დეტალებს იხსენებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა უკანონო ტყვეების გასათავისუფლებლად.
მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზარდიაანთკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200