png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ,,ვარსკვლავი’’ საზეიმოდ გაიხსნება

  • კულტურა
  • 26.01.2016
  • 10:53
რეჟისორ  ელდარ  შენგელაიას ,,ვარსკვლავი’’  საზეიმოდ   გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 26 იანვარს, 18:00 საათზე, კინოთეატრ ,,რუსთაველის”წინ,ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნება.  26 იავარს ელდარ შენგელაიას 83 წელი უსრულდება.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან.  ქართველი ხელოვანები, მეგობრები, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ელდარ შენგელაიას შემოქმედებას.  სუხიშვილების მონაწილეობით  ,,ხორუმი” შესრულდება, რის შემდეგაც  ქართველი პრიმა-ბალერინი ნინო ანანიაშვილი,  დასთან ერთად  ,,ვარსკვლავავის’ წინ   საბალეტო ნომერს შეასრულებს. 

ვარსკვლავის საზეიმო და ორიგინალურ გახსნას ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენელბი და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. ღონისძიება კულტურის პალატის დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ტარდება.  ღონისძიების რეჟისორია  გოჩა კაპანაძე და ბასა ფოცხიშვილი.

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 –1959 წლებში იყოკინოსტუდია “მოსფილმი” -ს, 1960 წლიდან კი კინოსტუდია “ქართულიფილმი”-ს კინორეჟისორი. 1976–1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 
ქართევლ რეჟისორს 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს კი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 

კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და მრავალი სხვა. ,,ცისფერიმთები'' კი ,,კანისკლასიკაში'' 20 საუკეთესოფილმსშორისმოხვდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge