primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა

  • ბიზნესი
  • 16.02.2021
  • 10:08
 JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა

ექსკავატორ-დამტვირთველების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა, რომელიც ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი ძრავით არის აღჭურვილი. 
ახალი მოდელი გაუმჯობესებული კომფორტით, გამოყენების სიმარტივით, გაძლიერებული მწარმოებლურობით და გაუმჯობესებული სამუშაო პარამეტრებით გამოირჩევა. ასევე შემცირებულია მისი ფლობის ჯამური ღირებულება.

ტექნიკური მახასიათებლები:

•   გაუმჯობესებული კაბინა Command Plus 

•   გაზრდილი უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ LED-ციმციმას და საფეხურების სანათებს.

•   გაზრდილი სიმძლავრე – 3.0-ლიტრიანი ევრო-5 სტანდარტის ძრავა უზრუნველყოფს მაბრუნი მომენტის 10%-ით ზრდას და საწვავის 7%-იან ეკონომიას. 

გაზრდილი მწარმოებლურობა, რომელიც განპირობებულია ავტომატური ნიველირების ფუნქციით, ოპერატორის სავარძლის მდგომარეობის ავტომატური რეგულირების ფუნქციით და ორი წამყვანი თვლით. 

JCB-ს ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი 3CX ახალ ათწლეულს გაუმჯობესებული კაბინით Command Plus-ით ხვდება. მოდერნიზებული კაბინის ჭერში ოთხი შუქდიოდური ციმციმა არის ჩამონტაჟებული, როგორც საბაზო კომპლექტაციის ნაწილი. შესაბამისად, მაგნიტური სამაგრით დასამაგრებელი შუქდიოდური ციმციმების საჭიროება აღარ არსებობს. ციმციმები ნებისმიერი კუთხიდან კარგად ჩანს, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებას სამუშაო ობიექტზე, ხოლო ოპერატორს არ უხდება ცივ და ნესტიან ამინდში ექსკავატორზე ასვლა და ციმციმების მიმაგრება სამუშაო დღის დასაწყისში.

კაბინა Command Plus ასევე აღჭურვილია ყვითელი ფერის მოსაჭიდებელი საკონტაქტო სახელურებით და უფრო დიდი ზომის სარკეებით, რომლებიც აუმჯობესებს უკანა ხედვას, სამშენებლო ობიექტზე მანევრირების ან გზაზე გადაადგილებისას. კვადრატული ფორმის სამუშაო განათების ფარები გამოირჩევა უფრო ზუსტი რეგულირებით, ხოლო შუქდიოდური (LED) ოპცია განათების ათამდე რეჟიმს მოიცავს და სამუშაო სივრცის მაქსიმალურ ხილვადობას უზრუნველყოფს.

კაბინის ინტერიერი კომფორტის და პრაქტიკულობის სრულიად ახალ დონეს გვთავაზობს. სივრცის გამყოფი ფერადი ზოლის მუქი რუხი ფერი კაბინის ქვედა, ხოლო ღია რუხი ფერი - მის ზედა ნახევარს აღნიშნავს. ეს ხელს უწყობს ტევადი, ერგონომიული სივრცის შეგრძნებას და მშვიდ, კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნის ოპერატორს. მოდელი Advanced Easy Control (AEC) ასევე გთავაზობთ ახალ სავარძელს თავმისადებით და ყვითელი ძაფით მოქარგული, მუქი ფერის ქსოვილის გადასაკრავით.

განახლებული, კარგად დაბალანსებული სამმანიანი საჭის უკან გაცილებით უკეთესად ჩანს ახალი ეკრანი, რომელიც 3CX-ის უახლესი მოდელის საბაზო კომპლექტაციაში შედის. ეკრანზე განთავსებულია სპიდომეტრი, გამაფრთხილებელი ინდიკატორები და არჩეული სიჩქარის რეჟიმი Powershift-ის მოდელებზე. JCB მომხმარებლებს პირველად სთავაზობს ბლუთუზის საშუალებით ტელეფონთან თავსებად ქარხნულ რადიოს, რომელიც ასევე თავსებადია USB, AUX და SD-ბარათთან. რადიო ინტეგრირებულია სალონის ჭერის სამოსში - თუმცა, მისი მართვა გვერდითა კონსოლზე განთავსებული მბრუნავი გადამრთველის საშუალებით არის შესაძლებელი. აუდიო და ტელეფონის ფუნქციების ინდიკატორები ასევე განთავსებულია გვერდითა ახალ ეკრანზე 7”.

გვერდითა ეკრანი ასევე უზრუნველყოფს ოპერატორს მომატებული ფუნქციონალური შესაძლებლობებით და ინფორმაციით. აღნიშნული ეკრანის მართვა შესაძლებელია მბრუნავი გადამრთველის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა საოპერაციო მენიუზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.

გაზრდილი მწარმოებლურობა

55 კვტ სიმძლავრის ევრო-5 სტანდარტის მოდელი 3CX მომხმარებელს მთელ რიგ ახალ ავტომატურ ფუნქციებს სთავაზობს, რომელთა მიზანს ოპერატორის დაღლილობის შემცირება და მწარმოებლურობის გაზრდა წარმოადგენს. მათ შორის არის ავტო-სტოპის ფუნქია, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს ექსკავატორის მუშაობის შეწყვეტის მომენტს და თიშავს ძრავს. ავტო-სტოპი გამორიცხავს ძრავის უქმე სვლის რეჟიმში მუშაობას, ამცირებს საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს. გამორთვის დაყოვნების ფუნქციის წინასწარ დაყენება ან რეგულირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ კაბინაში განთავსებული გვერდითი ეკრანის საშუალებით.

ოპერატორის სავარძლის მდგომარეობის ავტომატური რეგულირების ფუნქცია ხელმისაწვდომია სამართავი სერვობერკეტით აღჭურვილ მოდელებზე. ფუნქცია ავტომატურად ახდენს სავარძლის მიმართულების ამოცნობას. შესაბამისად, როდესაც ოპერატორს სავარძელი წინა მდგომარეობიდან უკანა მდგომარეობაში გადაჰყავს, მას აღარ სჭირდება ფუნქციების არჩევა. სერვომოდელებზე ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური საყრდენი ფეხები (სტაბილიზატორები), რომლებიც არა მხოლოდ ავტომატური აწევის, არამედ ავტომატური დამაგრძელებელის ფუნქციას ასრულებს, და ავტომატურად ითიშება, როგორც კი მიწას შეეხება. ავტომატური ნიველირების წყალობით ექსკავატორი სწრაფად ნახულობს ჰორიზონტალურ სამუშაო პოზიციას უსწორმასწორო მიწის ზედაპირზე.

ასევე გაუმჯობესებულია ავტოპილოტის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს ავტომატურად აირჩიოს ძრავის სიჩქარე გზაზე გადაადგილებისას. სამუშაო პროცესი გაცილებით იოლი გახდა ახალი ბერკეტის წყალობით, რომელიც მიმართულების არჩევის ღილაკის ქვეშ არის განთავსებული.

საბურავების ზედმეტი ცვეთის და საწვავის მოხმარების შემცირების მიზნით 3CX მოდელი აღჭურვილია ორი წამყვანი თვლით. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით ავტომატურად ხდება ოთხთვლიანი ტრანსმისიის ორთვლიან სავალ სისტემაზე გადასვლა, როდესაც აღარ არის დამატებითი წევის საჭიროება. ფუნქცია ასევე აძლევს საშუალებას ოპერატორს აირჩიოს ტრანსმისიის ტიპი ოთხივე წამყვანი თვლით, ციცხვის ნაყარში ან მიწის ზედაპირში ჩაღრმავებისას, როდესაც აუცილებელია მაქსიმალური წევის ძალა. შემდეგ, როდესაც ექსკავატორი უკან იხევს და მაღალი სიჩქარით იწყებს მოძრაობას, ტრანსმისია ავტომატურად გადადის ორთვლიან სავალ სისტემაზე. აღნიშნული ცვლილების სისწრაფის დარეგულირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ გვერდითი ეკრანის მენიუს საშუალებით.

ახალ მოდელს ასევე დაემატა განათება კაბინის ორივე მხარეს. შედეგად, ოპერატორისთვის უფრო იოლია ექსკავატორზე წვდომა, ან მისი დატოვება სიბნელეში. შესაძლებელია ტაიმერის ავტომატური დაყენება და ფარების ახლო სინათლეზე გადართვა, როდესაც ექსკავატორი არ მუშაობს და გამორთულია, ან ექსკავატორის კარის დაკეტვისთანავე. 3CX ასევე გამოირჩევა სტანდარტული მახასიათებლების მთელი სპექტრით, როგორიც არის უკანა განათების ფარები, თხრის რეჟიმში დაბრუნების სისტემა, ციცხვის დამცავი ცილინდრული მოწყობილობა, სატვირთველის მილაკი და სატვირთველის რბილი სვლის სისტემა.

ევრო-5 სტანდარტის სიმძლავრე

55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი 3CX , კომპანია JCB-ის უახლესი ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი 3.0-ლიტრიანი დიზელის ძრავით იკვებება, რომელმაც წინა თაობის 4.4-ლ ძრავა შეცვალა. აღნიშნული კომპაქტური ძრავა უზრუნველყოფს 55 კვტ სიმძლავრეს და 440 ნმ მაბრუნ მომენტს, რაც წინა მოდელთან შედარებით 10%-იან ზრდას წარმოადგენს. მისი უფრო მცირე მოცულობა და გაზრდილი მარგი ქმედების კოეფიციენტი განაპირობებს საწვავის ხარჯის 7%-ით შემცირებას მე-4 თაობის 55 კვტ ძრავასთან შედარებით. 3.0-ლიტრიანი JCB-ის ძრავა აღწევს ევრო-5 სტანდარტის შესაბამის ემისიას ისე, რომ საჭირო არ არის დიზელის გამონაბოლქვის გამწმენდი სითხე, ან გამონაბოლქვის რაიმე შესამცირებელი დანამატი.

ძრავა აღჭურვილია კომბინირებული დიზელის დაჟანგვის კატალიზატორით (DOC) და დიზელის ნაწილაკების ფილტრის აღმდგენით (DPF) 8 000-სათიანი სასიცოცხლო ციკლით. რეგენერაციის პროცესი ავტომატურად ხორციელდება, ხოლო მისი მონიტორინგი შესაძლებელია JCB-ის სტანდარტული ტელემატიკური სისტემის საშუალებით. ძრავა აღჭურვილია კარტერის ვენტილაციის ჰერმეტული სარქველით და ჰიდრავლიკური საბიძგებელებით, რაც გამორიცხავს მექანიკური დარეგულირების საჭიროებას. ეს ხელს უწყობს ტექნიკური მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამცირებს ფლობის ჯამურ ღირებულებას მომხმარებლისათვის.

ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდ JCB-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში წარმოადგენს კომპანია„ თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge