png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ვოლვო ქარსი" 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

  • ბიზნესი
  • 09.03.2021
  • 14:51
 "ვოლვო ქარსი" 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

"ვოლვო ქარსი“ მოტივირებულია, გახდეს ლიდერი პრემიუმ ელექტროავტომობილების სწრაფად მზარდ ბაზარზე და გეგმავს, 2030 წლისთვის გახდეს სრულად ელექტროავტომობილების კომპანია. 

 

2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მხოლოდ სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს და მისი გლობალური პორტფელის შემადგენლობიდან შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ნებისმიერი ავტომობილი ეტაპობრივად ამოიღოს, მათ შორის ჰიბრიდები. 
 
კომპანიის სვლა სრულად ელექტროავტომობილების მწარმოებლად გარდაქმნისაკენ ამბიციური კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია, კონკრეტული მოქმედების საშუალებით მუდმივად შეამციროს თითოეული ავტომობილის ნახშირბადის კვალი ატმოსფეროში, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში.
 
„ვოლვო ქარსის“ სვლას სრული ელექტრიფიკაციისკენ თან ახლავს გაზრდილი ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე. ყველა სრულად ელექტრო მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონლაინ.
 
2030 წლის ამბიცია წარმოადგენს „ვოლვო ქარსის“ ელექტრიფიკაციის სტრატეგიის დაჩქარებას, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მის ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნით და მოლოდინით, რომ შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარი მცირდება.
 
„იმისათვის, რომ დარჩე წარმატებული, საჭიროა მომგებიანი ზრდა. ასე რომ, შემცირებულ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების ნაცვლად ჩვენ ვირჩევთ, ინვესტიცია დავაბანდოთ მომავალში - ელექტრო და ონლაინ ”- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა. ”ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებულნი, გავხდეთ ლიდერი სწრაფად მზარდ პრემიუმ ელექტროსეგმენტში.” 
 
გასულ წელს „ვოლვო ქარსმა“ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზარზე გამოუშვა თავისი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, XC40 Recharge. მარტში კომპანიამ ახალი სრულად ელექტრო მოდელი, C40, წარადგინა. 
 
უახლოეს წლებში „ვოლვო ქარსი“ გაყიდვაში რამდენიმე დამატებით ელექტრო მოდელს გამოუშვებს. 2025 წლისთვის მიზნად ისახავს, მისი მსოფლიო გაყიდვების 50% შედგებოდეს სრულად ელექტროავტომობილებისგან, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდებისგან. 2030 წლისთვის ბრენდის მიერ გაყიდული ყოველი ავტომობილი სრულად ელექტრო უნდა იყოს. 
 
”შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის გრძელვადიანი მომავალი არ არსებობს” - განაცხადა ჰენრიკ გრინმა, მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა. ”ჩვენ მტკიცედ ვართ მოტივირებულნი, გავხდეთ მხოლოდ ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია და ეს გადასვლა უნდა მოხდეს 2030 წლისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი, როდესაც საქმე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხს ეხება.”

„ვოლვო ქარსის“ ოფიციალური ცენტრი მდებარეობს თბილისში. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, #5. ტელ: 032 224 42 42 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge