png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

  • სპორტი
  • 16.03.2021
  • 12:42
ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია. საფრანგეთში დაბადებული ბელგიური სერენის 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე, თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის დინამოს 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული ვოლფსბერგის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge