ორი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა
- სპორტი
- 11.04.2021
- 18:56
მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) 2021 წლის ევროპის ჩემპიონი ტიტული მეხუთედ მოიპოვა. ლაშამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ შეჯიბრზე საერთო ჯამში 3 ოქროს მედლის მფლობელი გახდა, როგორც ცალკეულ მოძრაობებში (ატაცი, აკვრა), ასევე – ჯამში.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 211, 217 და 222 კგ. დასძლია, ბოლო მისვლაზე კი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აკვრაში ტალახაძემ 245, 253 და 263 კგ - ს სძლია. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 485 კგ. მოაგროვა, კიდევ ერთი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200