png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იპოლიტე ხვიჩიას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა

  • კულტურა
  • 01.02.2016
  • 10:16
იპოლიტე ხვიჩიას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა

დღეს, 1-ელ თებერვალს, ცნობილი ქართველი მსახიობის, იპოლიტე ხვიჩიას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა. იპოლიტე ხვიჩია 1985 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს სოფელ კონტუათში (ახლანდელი ხონის რაიონი) დაიბადა. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კოხტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!") და სხვა.

1961-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.

1956 წლიდან იპოლიტე ხვიჩიას იღებდნენ კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებია: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი"), იპოლიტე ნემსაძე ("მანანა"), კუჭკუჭი ("ბურთი და მოედანი"), ქორიძე ("თხუნელა"), მელიტონი ("თოჯინები იცინიან"), სანდრო ("არ იდარდო!"), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა"), იპოლიტე ("მხიარული რომანი"), ვარლამი ("პირველი მერცხალი"), კაჟა ბულავა ("დათა თუთაშხია") და სხვა.

იპოლიტე ხვიჩია გამოდიოდა ესტრადაზე. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა უბრალოებითა და ბუნებრიობით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge