png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ტაბლეტები, ლირიკა და გავითიშე…რთულია, საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება“ - მიშა მესხი ბოდიშს იხდის

  • ეს საინტერესოა
  • 01.02.2016
  • 14:13
„ტაბლეტები, ლირიკა და გავითიშე…რთულია, საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება“ - მიშა მესხი ბოდიშს იხდის

მსახიობი მიშა მესხი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს და ქართველ საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მესხის მიერ დაწერილ სტატუს „პრაიმნიუსჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ.

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ…. სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე… გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია. გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა.

ვფიქრობ, რომ ადმიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე „ცონობად სახეს“ ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ. ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები. სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა. მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიამ … ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს. ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც გაკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები დავძლიო ეს სენი. აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის. მე მინდა ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს ამას შევძლებ. აბა თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა…”, - წერს მიშა მესხი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge