primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საბანკო აქტივებით თანაფარდობა ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში 11%-ით გაიზარდა

  • ეკონომიკა
  • 28.09.2015
  • 10:22
საბანკო აქტივებით თანაფარდობა ქვეყნის მშპ-თან მიმართებაში 11%-ით გაიზარდა

25 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში წარმოდგენილია 19 კომერციული ბანკი, საიდანაც უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 18 მათგანი, ხოლო დარჩენილი 1 არარეზიდენტი ბანკის ფილიალი წარმოადგენს. თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის საქართველოს საფინანსო სექტორის უახლეს მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჯამში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1%-ს შეადგინს. საინტერესოა, რომ 2015 წლის იანვრიდან ქართული ბაზარი დატოვა 1-მა ბანკმა (პრივატბანკი) და 1-მა არარეზიდენტი ბანკის ფილიალმა (თურქეთის ბანკის ბათუმის ფილიალი).

„საბანკო აქტივებით თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში გაზრდილია 11%-ით და დღეისთვის 77%-ს შეადგენს, რაც ეკონომიკაში საბანკო სექტორის დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს.

ბაზარზე წარმოდგენილი 19 ბანკი მთლიანობაში 124 ფილიალს და 802 სერვის ცენტრს ფლობს. 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე ბაზარზე გაუქმნა 44 ფილიალი და 36 სერვის ცენტრი (ძირითადად პრივატ ბანკის გასვლასთან დაკავშირებით).

2015 წლის დასაწყისიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 3 ერთეულით გაიზარდა და 74-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2007 წლის ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 ერთეულს შეადგენდა. მათი გაფართოება ვერც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და ვერც 2013 წლის არჩევნებმა შეძლო“, აცხადებენ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში.

2012 წელს რეგულაციების გამკაცრების და გადამხურდავებელი ჯიხურების რაოდენობის მესამედის გაუქმების შემდგომ (დაახლოებით 1500-დან 1000 ერთეულამდე), 2015 წელს მათი რაოდენობა კვლავ ზრდას განაგრძობ და 2015 წლის დასაწყისიდან 34 ერთეულით 1150-მდე გაიზარდა, რასაც ბაზარზე მიმდინარე პროცესებიც უწყობს ხელს და ახალისებს ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შემოსვლისაკენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge