primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

  • ეკონომიკა
  • 28.09.2015
  • 11:39
 კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იზრდება, ხოლო სტრუქტურა პრაქტიკულად უცხვლელია. თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის საქართველოს საფინანსო სექტორის უახლეს მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო 5 წელიწადში სესხების მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ, ხოლო 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე კი დაახლოებით 30%-ით, 11.26-დან 14.63 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი (რაზეც მათ მხოლოდ 2015 წლის აგვისტოში 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაერიცხათ). საიდანაც, 80% გრძელვადიან, ხოლო დარჩენილი 20% კი მოკლევადიან სესხებზე მოდის. სესხებიდან 5.4 მილიარდი ეროვნულ, ხოლო დანარჩენილი უცხოურ ვალუტაშია გაცემული. იგივე პერიოდში დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც, რომელმაც 174 მილიონ ლარს მიაღწია.

„სესხების მაჩვენებლის ზრდა დიდწილად უცხოურ ვალუტაში გაცემული სახსრების (გამოსახული ლარში) ზრდითაა გამოწვეული, რაშიც დიდი წვლილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორს უკავია. კერძოდ, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით ლარში გამოსახული უცხოური ვალუტის სესხები 6.9-დან 9.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ლარის დაახლოებით 40%-იანი გაუფასურების ადეკვატურია.

რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ოდენობა დაახლოებით 50/50-ზეა. ყველა ქვემიმართულებით დაფიქსირებულია ზრდის მაჩვენებელი. იურიდიული პირების დაკრედიტების მხრივ, განსაკუთრებული ზრდით ბოლო 10 თვეში გამოირჩეოდნენ: ა) ვაჭრობა - 41%-ით, 2.34 მილიარდამდე; ბ) სასტუმროები და რესტორნები - 52%-ით, 437 მილიონ ლარამდე; გ) ფინანსური შუამავლები - 87%-ით, 573 მილიონ ლარამდე. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტებას: ა) სამომხმარებლო სესხები - გაიზარდა 14%-ით, 2,4 მილიარდ ლარამდე; ბ) უძრავი ქონების უზრუნველყოფით შინამეურნეობებზე გაცემული სესხები - გაიზარდა 44%-ით, 3.6 მილიარდ ლარამდე. აღნიშნული მაჩვენებლის განსაკუთრებული ზრდა 2008 წლიდან შეინიშნება, როდესაც ის დაახლოებით 600 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც ერთი მხრივ კრედიტის მიღების ალბათობას ზრდის, ხოლო მეორე მხრივ მუდმივ დაძაბულობას წარმოშობს ბანკსა და მის კლიენრს შორის, რაც საბოლოოდ პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცევა.

მძიმე სოციალური ფონის და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური მოვლენების მიუხედავად ადგილობრივი მოთხოვნა სასესხო რესუსრზე კვლავ მზარდია. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მსგავსი ტრენდი არც თუ სახარბიელოა საქართველოს ეკონომიკისათვის გრძელვადიან პერიოდში, რადგანაც კომერციული ბანკებისგან აღებული სესხების უდიდესი უმრავლესობა არა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ან/და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შეძენას, არამედ საზღვარგარეთის ეკონომიკების და პროდუქციის განვითარებას ხმარდება.

მიუხედავად ბოლო წლებში სესხის ღირებულის მუდმივი კლებისა კომერციულ ბანკებში, 2014 წლის ნოემბრიდან აგვისტოს ჩათვლით მას ცვლილება თითქმის არ განუცდია და ეროვნულ ვალუტაში საშუალოდ 18%-ს (იურიდილ პირებზე - 13%; ფიზიკურ პირებზე 23%), ხოლო უცხოურ ვალუტაში - 11%-ს შეადგენს (იურიდიული პირებისათვის - 11%; ფიზიკური პირებისათვის - 12%)“, აღნიშნულია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის კვლევაში.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების უდიდესი უმრავლესობა 1000 რამადე სესხებზე მოდის - 190 მლნ ლარი (870 ათასი გარიგება). ხოლო ყველაზე ნაკლები კი, 500 ათასიდან 1 მილიონამდე სესხებზე - 36 მილიონი ლარი (50 გარიგება), მაშინ როდესაც მილიონზე ზევით სესხების მოცულობა 508 მილიონ ლარს აჭარბებს (71 გარიგება). უცხოური ვალუტით გაცემული სესხების უდიდესი უმრავლესობაც 1000-ლარამდე (შესაბამისი თანხა უცხოურ ვალუტაში) სესხებზე მოდის, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს - 3.1 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (21 ათასი სესხი). ხოლო ყველაზე ნაკლები გარიგება კი 1 მილიონი ლარის ეკვივალენტ სესხებზე მოდის - 245 მილიონი ლარის ეკვივალენტი (76 გარიგება).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge