png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების ჯამური დეპოზიტების საშუალო ვადიანობა 9.3 თვეს შეადგენს

  • ეკონომიკა
  • 28.09.2015
  • 10:33
კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების ჯამური დეპოზიტების საშუალო ვადიანობა 9.3 თვეს შეადგენს

 

კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების ჯამური დეპოზიტების საშუალო ვადიანობა 9.3 თვეს შეადგენს, საიდანაც ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების საშუალო ვადიანობა დაახლოებით 8 თვეს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტებისა კი დაახლოებით 10 თვეს უტოლდება. შედარებით უფრო მაღალია ცაკლე აღებული ვადიანი დეპოზიტების საშუალო განთავსების პერიოდი კომერციულ ბანკებში, რომელიც ეროვნული ვალუტისთვის 12.1, ხოლო უცხოურისთვის 13.2 თვეს შეადგენს.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის საქართველოს საფინანსო სექტორის უახლეს მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის გასამმაგებულია და დღეისთვის 9.824 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც უდიდესი წილი აშშ დოლარში განთავებულ დეპოზიტებზე მოდის - 8 მილიარდი ლარის ეკვივალენტი ლარში (რაც ლარის 65%-იან დოლარიზაციას განაპირობებს); მეორე საფეხურს ევრო იკავებს - 1.5 მილიარდი ლარის ეკვივალენტი ლარში; დეპოზიტებზე აგრეთვე განთავსებულია სხვა ვალუტებიც, ისეთები როგორიცაა - რუსული რუბლი, ბრიტანული ფუნტ-სტერნინგი, შვეიცარიული ფრანკი და სხვა, თუმცა მათი მოცულობა საკმაოდ მოკრძალებულია. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 44% მოთხოვნამდე დეპოზიტებზე, ხოლო 56% კი ვადიან დეპოზიტებზე მოდის. 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები დაახლობით 45%-ითაა გაზრდილი, რაც პრაქტიკულად მთლიანად ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა გამოწვეული.

„ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიდების მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში გასამმაგდა, 2014 წლის ნოემბერთან შედარებით კი სექტემბრში 100 მილიონითაა გაზრდილი და 2.4 მილიარ ლარს შეადგენს. საიდანაც 1.4 მილიარდი ფიზიკური პირების, ხოლო დარჩენილი 1 მილიარდი ლარი კი იურიდიული პირების კუთვნილებაა. ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 1/3 მოთხოვნამდე, ხოლო 2/3 ვადიან დეპოზიტებზეა განთავსებული, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთებით 4.0% და 9.5%.

მთლიანობაში საქართველოს საფინანსო სექტორი, კერძოდ კი საბანკო მიმართულება წარმატებით ფუნქციონირებს და ეროვნული ვალუტის პრობლემას მისი განვითარებისთვის არავითარი პრობლემა არ შეუქმნია (შეიძლება ითქვას პირიქითაც). ამაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნულ ბანკს და შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიუძღვით“,- აცხადებენ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge