png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მეძავები გიკითხავენ“ - ბლოგერი გურამ შეროზია მორალზე, გეების ქორწინებაზე და ოპერაზე

  • ეს საინტერესოა
  • 04.02.2016
  • 14:08
 „გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მეძავები გიკითხავენ“ - ბლოგერი გურამ შეროზია მორალზე, გეების ქორწინებაზე და ოპერაზე

ბლოგერი გურამ შეროზია ბლოგ-პოსტს აქვეყნებს, რომელისაც უცვლელად გთავაზობთ.

„შევდივარ ფეისბუქზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ „სხვაგან მოვხვდი“. ქვეყანაც ორ, არათანაბარ ნაწილადარის გაყოფილი: საქართველო და suckართველო. ნელ-ნელა სქროლავ პოსტებს და გეღიმება, მერე საკუთარი ღიმილიც გაშინებს… მერე, ხვდები, რომ რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკო, გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან. ყეფა არც გამოსავალია, რადგან ქარავანს მაინც ვერ შეაჩერებ და არც პრესტიჟული, რაკი უკვე ძირითადად კატები ყეფენ… თუმცა მაინც არ ელოდები დროს, გზის დანახვას ურმის გადაბრუნებამდე ცდილობ, შვილებს დედ-მამის გამონახვამდე ატყობ კოჭებში, ვისი გორის არიან და რაც მთავარია ხვდები…

ხვდები, რომ ეს ის საქართველოა, სადაც:

  1. სადაცმავანნი ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილ ქალბატონებს განიხილავენ და გვერდითვე ტყავის საფულე, ჩანთა, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ, ცოტა ხნის წინ კბილებში ჩარჩენილი ხორციც ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით გამოიჩიჩქნეს და მაინც: გმობენ ბეჭებზე შემოგდებულ „მკვდარ ცხოველებს“. ის, რომ ოპერა გაიხსნა, რა მოხდა, რა იყო და როგორ – ფეხებზე გვკიდია. აქვე შეგახსენებთ, ოპერა ბრაუზერიც არის, სადაც შეიძლება ხალათით და ფეხშიშველი შესვლაც, თუმცა მარტივად, დაგუგლეთ, როგორი ჩაცმულობით სტუმრობენ ოპერას სხვა ქვეყნებში, მგონი ორი “ოპერა” აგვერია ერთმანეთში.
  2. სადაცგადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მიმდინარე და ყოფილი მეძავები გიკითხავენ, ათი მცნებიდან პუნქტებსაც არგუმენტად იშველიებენ, იმ პუნქტებს, წინა საღამოს თავად რომ დაარღვიეს, ან ვერ დაარღვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში აღარ არიან და პარტნიორიც ასე მარტივად აღარ იშოვება.
  3. სადაცერის მთავარ პრობლემას გეების ქორწინების დაკანონება წარმოადგენს, სხვა არაფერი გვაწუხებს…ფეისბუქ ომისთვის ყველას გვცალია, ქუჩაში ლოზუნგებით დასადგომადაც მზად ვართ, ხელსაც დავარტყამთ თუ საჭიროა, უფრო სწორად ხელს არა, ბიბლიის ყდას ვურტყამთ თავში! იმ ბიბლიის, რომელიც ალბათ არასდროს გადაგვიშლია, ან უბრალოდ გადაგვიშლია…
  4. სადაცსასულიერო პირი რიგშიც პირველია, საცობშიც და მეტიც, გინებით ან სიგნალით აგიკლებს, თუ არ გაატარებ, ისინი ხომ განსაკუთრებული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ, მათი კრიტიკაც – ბიზნეს კლასის ბილეთია, ჯოჯოხეთის რეისზე.
  5. სადაცქართველი ვარსკვლავი ბანკში იპოთეკის მოხსნას გთხოვს და საკრედიტო ექსპერტს (მო)სთხოვს, რომ მისი სახელი ჩაიდონ, ის ხომ თვით პირობითად: გურამ შეროზია! (ბანკში მუშაობის პერიოდის პირადი მოგონებებიდან). დავაკონკრეტებ: “ვარსკვლავი” ცნობილია – პოპულარული და გავლენიანი კაცების „საყვარლობით“
  6. სადაცმეძავი მამაკაცები მეძავი ქალებისკენ თითს იშვერენ, საჯაროდ და მათი ცხოვრების წესს გმობენ!
  7. სადაცლამაზი და ცნობადი გოგონები ქმრის მორჩილების, ცალმხრივი ღალატის პროპაგანდით სარფიანად გათხოვებას ცდილობენ, საქმროს კანდიდატურაზე კი – ვაკანსიას მათი მამები აცხადებენ.
  8. სადაცხალხი ხელმოწერებს აგროვებს პროფილის და ჯაჯანიძის „სხვა არა და იგივე რაკურსის“ დასახურად, როცა რეალურად მათ ყურებას არავინ აძალებთ, მეტიც, ხუთშაბათს მოუთმენლად ელიან, ნახვის შემდეგად აქტიურად განიხილავენ სტუმრებს და მადლობელიც კი არ არიან, აგრესიისგან დაცლის საშუალება რომ მისცეს. ნუ უყურებთ „ბრატცი“ და თავისით დაიხურებიან, მარტივი ამბავია.

მადლობა, ჩემს გარშემომყოფებს, რომ მე სხვა, ნათელ საქართველოში ვცხოვრობ და წარმოდგენა არ მაქვს სადმდებარეობს „suckართველო“, თუ ფეისბუქ აგრესიას არ ჩავთვლით…“ - წერს შეროზია საკუთარ ბლოგზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge