png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 48 მლნ ლარს მიაღწია

  • ეკონომიკა
  • 28.09.2015
  • 12:12
კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 48 მლნ ლარს მიაღწია

28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ქარხნებში ყურძენი 10 500 მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 48 მლნ ლარს მიაღწია. 

27 სექტემბერს  დღეღამურად გადამუშავდა 6 981 ტ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი - 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა  კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 16 ათასი ტ., ყვარელი - 14,4 ათასი ტ., სიღნაღი - 7,1 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,2 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტ., ახმეტა - 1,9 ათასი ტ. და საგარეჯო - 2,8 ათასი ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge