ნიკოლოზ ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა
- სპორტი
- 29.09.2021
- 09:47
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში დაასრულა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში ATP250 კატეგორიის ტურნირი.
29 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში ორ სეტში წააგო მე-9 ნომრად განთესილ იტალიელ ლორენცო სონეგოსთან – 3:6, 4:6. შეხვედრა საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 661 800 დოლარს შეადგენს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200