png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე პრინცესას შეუძლია თავისივე სქესის წარმომადგენელზე იქორწინოს და დედოფალიც გახდეს

  • ეს საინტერესოა
  • 14.10.2021
  • 14:50
ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე პრინცესას შეუძლია თავისივე სქესის წარმომადგენელზე იქორწინოს და დედოფალიც გახდეს

ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ტახტის მემკვიდრეს შეუძლია თავისივე სქესის წარმომადგენელზე იქორწინოს და ამავე დროს მიიღოს სამეფო ტიტული.

ნიდელანდებში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2001 წლიდან არის დაკანონებული, თუმცა ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო, ვრცელდებოდა თუ არა აღნიშნული კანონი სამეფო ოჯახის წევრებზე.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება გააფორმონ ისევე, როგორ ქვეყნის სხვა მცხოვრებლებს. აღნიშნულ პოზიციას შეიცავს წერილი, სადაც პრემიერი  პარლამენტის დეპუტატის შეკითხვას პასუხობს.

რიუტე ამბობს, რომ ამ მომენტისთვის საუბარია წმინდა თეორიულ სიტუაციაზე.

 „,მინისტრთა კაბინეტი არ ფიქრობს, რომ ტახტის მემკვიდრემ ან მონარქმა უარი უნდა თქვან ტახტზე, თუ ის იქორწინებს თავისივე სქესის წარმომადგენელზე“, - წერს პრემიერ მინისტრი.

ნიდერლანდებში ტახტის მემკვიდრეს მთავრობა ნიშნავს. ქვეყნის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ მემკვიდრე, შესაძლებელია იყოს მონარქების „კანონიერი პირმშო“.

ამ დროისათვის ტახტის მემკვიდრეა მეფე ვილჰემ-ალექსანდერის უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ამალია, რომელსაც დეკემბერში 18 წელი უსრულდება.

ამ ზაფხულს, ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია წიგნმა, რომელშიც დაისვა საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მას მიიღოს ტახტი, თუ მოისურვებს თავისივე სქესის წარმომადგენელზე ქორწინებას.

ამასთან, წიგნში არაფერი იყო ნათქვამი პრინცესა ამალიას პირად ცხოვრებაზე. წიგნის მიხედვით, მომავალი ქორწინების არავითარი ნიშანი ამ დროისათვის არ არსებობს.

ცნობილია, რომ მომავალ წელს პრინცესა აპირებს უნივერსიტეტში ჩაბარებას და უარს ამბობს სამეფო შემოსავლებზე, რომელიც მას სწავლის პერიოდში ეკუთვნის.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს დედოფლის ან ტახტის მემკვიდრე პრინცესას ნებისმიერი სახის ქორწინება.

ამასთნ, მთავრობის მეთაური აღიარებს, რომ თუ ქორწინება ერთნაირსქესიანი იქნება, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სტატუსი ექნებათ ასეთი წყვილის შვილებს (აყვანილ ან სპერმის დონორის შვილებს).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge