png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებს და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდიები 400-დან 600 ლარამდე გაეზარდათ

  • კულტურა
  • 05.11.2021
  • 11:44
სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებს და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდიები 400-დან 600 ლარამდე გაეზარდათ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშ­ვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებაში.

ცვლილების თანახმად, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 200 ლარით, 400 ლარიდან 600 ლარამდე, ხოლო სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვრათ 600 ლარის ოდენობით. ჯამში ცვლილება შეეხო 118 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა 70 წელს არის გადაცილებული. ამასთან, „ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კულურის იმ მუშაკებს (17 პირს), რომელებიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდნენ, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდათ.

ზემოთხსნებულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მოცემული დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიების მიმღებ ბენეფიციარებს დაემატნენ საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები, რომელთა ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა იგივე წესით, როგორც ეს ამავე დადგენილებით ოლიმპიური და პრალიმპიური თამაშების პრიზიორებისთვის არის განსაზღვრული. კერძოდ, ვერცხლის მედლის მფლობელებისთვის - 800 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებისთვის - 500 ლარის ოდენობით. ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრება 2000 ლარის, ხოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 800 ლარის ოდენობით.

მოცემული დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიები გაიცემა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნება­თა ფარგლებიდან. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილება ამოქმედდა 2021 წლის 1 ნოემბრიდან და შესაბამისად, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები, მათთვის განსაზღვრულ სტიპენდიას, ხოლო სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები გაზრდილი ოდენობის სტიპენდიებს მიიღებენ უკვე მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge