png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

  • თავდაცვა
  • 10.02.2016
  • 18:30
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე, თინათინ ხიდაშელმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან პედრო სერანო დე ჰარო სორიანოსთან და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან გამართა შეხვედრები. შეხვედრებზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა იყო. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა კვლავ გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში იყო. როგორც თინათინ ხიდაშელმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოძიების ინტენსიურ ფაზაშია შესული და მზად არის სრული თანამშორმლობისთვის სიმართლის გასარკვევად.

„ჩვენი ამოცანაა, ყველა წყარო ჩავრთოთ, ყველა მხარისგან მივიღოთ ინფორმაცია, ყველანაირი ტიპის ინფორმაცია შევკრიბოთ იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რამე გაგვეპაროს გამოძიების დროს. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ორივე ოფისისგან ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ჩვენი ინტერესი თანხვედრია, ქართული მხარე და ევროკავშირი დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვეს და სპეკულაციები დასრულდეს. ვფიქრობ, ამ შეხვედრებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავიწიოთ წინ. როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ოფისში მივიღეთ პასუხები, რომ მათ არ ახსენდებათ, რომ 2014 წელს რამე მსგავსი არსებობდა. თუმცა, დასხდებიან ჩვენები ერთად და არქივებს შეისწავლიან. თუკი რამე არსებობს, ჩვენ თან წამოვიღებთ ბრიუსელიდან. მომავალ კვირას ასევე ვგეგმავთ ვიზიტს ჟენევაში და, შესაბამისად, ყველა ამ დოკუმენტის საფუძველზე გაიგზავნება საგამოძიებო მოთხოვნები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში შევძლებთ, სრული სიმართლე დავდოთ მაგიდაზე და ამ პოზიციით, მტკიცებულებებითა და არგუმენტებით გამყარებულები წარვდგეთ გაეროს წინაშე. არ შეიძლება, ბრალდებები წაუყენო ადამიანებს მძიმე დანაშაულში და ეს ბრალდებები არ იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. მათ უნდა ამტკიცონ, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად გავფანტოთ ის მცირე ჩრდილიც კი, რომელიც ქართულ ჯარს მიადგა და ყველა პრობლემა მოვაგვაროთ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge