png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ფილმის სცენარის მიხედვით ალეკ ბოლდუინს არ უნდა გაესროლა - სცენარისტის თანაშემწე მსახიობს უჩივის

  • ეს საინტერესოა
  • 18.11.2021
  • 15:20
ფილმის სცენარის მიხედვით ალეკ ბოლდუინს არ უნდა გაესროლა -  სცენარისტის თანაშემწე მსახიობს უჩივის

ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ფილმ Rust-ის გადამღები ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, სცენარისტის თანაშემწე მემი მიტჩელი უჩივის.

ალეკ ბოლდუნის საწინააღმდეგო სარჩელში ნათქვამია, რომ ფილმის სცენარში პისტოლეტიდან სროლის ეპიზოდი არ ყოფილა. იუწყება BBC.

მემი მიტჩელმა ალეკ ბოლდუინს, ფილმის პროდიუსერსა და იარაღის ტექნიკოსს უჩივლა. მისი თქმით, სცენარის მიხედვით, ბოლდუინს არ უნდა გაესროლა.

 „სცენარში არაფერი იყო ნათქვამი, რომ ბოლდუინს ან ვინმე სხვას იარაღიდან უნდა გაესროლა. მსახიობმა ჩემთვის აუხსნელი მიზეზით რუსული რულეტკის თამაში გადაწყვიტა. ბატონო ბოლდუინისა და პროდიუსერების უპასუხისმგებლო ქმედებებს ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა. საშინელება იყო, დღემდე ჩამესმის იარაღის გასროლის ხმა". – ამბობს მიტჩელი.

ბოლდუინს კომენტარი ჯერ არ გაუეთებია.

სასამართლოს მასალებში ნათქვამია, რომ იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო.  

ფილმის გადასაღებ მოედანზე ტრაგედია 21 ოქტომბერს მოხდა. ბოლდუინმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა, იარაღიდან გაისროლა, რომელიც ფუჭის ნაცვლად, საბრძოლო ტყვიებით დატენილი აღმოჩნდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა კინოოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი, რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაიჭრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge