png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Christian Dior-მა სკანდალური ფოტოსთვის ჩინეთს ბოდიში მოუხადა

  • ეს საინტერესოა
  • 24.11.2021
  • 13:34
Christian Dior-მა სკანდალური ფოტოსთვის ჩინეთს ბოდიში მოუხადა

მაღალი მოდის სახლმა Christian Dior-მა ჩინეთს ბოდიში მოუხადა შანხაიში, Dior-ის გამოფენაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ფოტოსურათის გამო,რომლემაც ჩინეთის მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. მოდის სახლის განაცხადებით, ის პატივისცემით ეპყრობა ჩინელი ხალხის გრძნობებს.

შანხაიში ცოტა ხნის წინ გაიხსნა Christian Dior-ის გამოფენა სახელწოდებით Lady Dior, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფოტოექსპოზიცია. ერთ-ერთმა ფოტოსურათმა, რომელზეც აღბეჭდილია - აზიელი გოგონა ჩანთით, ჩინელების აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, ფოტოსურათმა ჩინელი ქალი „ცუდი კუთხით“ წარმოაჩინა.

როგორც მოდის სახლის ინფორმაციაშია ნათქვამი, როდესაც ფოტოსურათის მიმართ ქსელში გაჩნდა კრიტიკა საოგადოების მხრიდან, Dior-მა „მაშინვე მიანიჭა მას დიდი მნიშვნელობა და მყისიერად წაშალა ფოტოსურათი Dior-ის ოფიციალური ვებგვერდიდან, ნამუშევარი ასევე მოიხსნა გამოფენიდანაც.

"Dior-ი, როგორც ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა ჩინელი ხალხის გრძნობებს,  მკაცრად იცავს ჩინეთის კანონმდებლობას და თანამშრომლობს შესაბამის დეპარტამენტებთან საჯაროდ გამოფენილი ნამუშევრების შემოწმების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა რაიმე ხარვეზს, როგორც ყოველთვის, მზად ვართ მოვისმინოთ კრიტიკა და დროულად გამოვასწოროთ შეცდომა, Dior-ის გულწრფელი დამოკიდებულება ჩინეთის საზოგადოებისა და მომხმარებლების მიმართ ურყევია“, - ნათქვამია ინფორმაციში.

გასულ კვირას ჩინურმა გამოცემა Beijing Daily-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ასე გამოიყურებიან ჩინელი ქალები? დასავლურმა ძვირადღირებულმა ბრენდებმა ისევ თავის ძველ ჩვეულებას მიმართეს...“ „ფოტოსურათზე გამოსახულია მოდელი მოჭუტული თვალებით, შავი ჩრდილებით, მოღუშული ჭორფლიანი სახით, ცხიმიანი თმებით და ამასთან კიდევ აცვია ცინის დინასტიის დროინდელი სამოსი“, - წერს გამოცემა.

გაზეთი China Women's News-ი კი წერს რომ ეს არის „ჩინური კულტურის დამცირების მცდელობა“.

ჩინეთი ხშირად მტკივნეულად რეაგირებს მსგავს სიტუაციებზე. 2018 წლის ნოემბერში უდიდესი სკანდალი აგორდა Dolce&Gabbana-ს ირგლივ, როდესაც ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, სადაც ჩინელი მოდელი ჩხირებით მიირთმევს იტალიურ კერძებს - პიცას და სპაგეტის, კადრს მიღმა კი მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც მას რჩევებს აძლევს, როგორ გაართვას თავი რთულ ამოცანას. მოდის სახლი ჩინეთის საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ცნობილი ბრენდი სექსიზმსა და რასიზმში დაადანაშაულეს. Dolce&Gabbana-ს შანხაიში დაგეგმილი შოუს გაუქება მოუწია, რადგან ბევრმა მოდელმა და ვარსკვლავმა შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge