png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლისათვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის კუთვნილი "სადარბაზო საათი" შეიძინა

  • კულტურა
  • 07.12.2021
  • 12:06
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლისათვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის კუთვნილი "სადარბაზო საათი" შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამუზეუმო ფონდების უნიკალური ექსპონატებითა და ხელოვნების ნიმუშებით შევსებას აგრძელებს.

ამჯერად, კულტურის ისტორიის მუზეუმის (ხელოვნების სასახლე) სამუზეუმო ექსპონატთა შემსყიდველი კომისიის გადაწყვეტილებით, მუზეუმმა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, ე. წ. "სადარბაზო საათი" შეიძინა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ქართველ მხედართმთავარსა და გენერალს, გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნოდა.

საათის უკანა მხარეს არსებული დამღა ადასტურებს, რომ ის XIX დასასრულს გერმანიაში, კერძოდ ბერლინშია დამზადებული (მწარმოებელი სამეფო კარის ოსტატი G. Ellinghausen). ნივთი საქართველოში რუსეთის არმიის გენერალს, ლიტერატორ კონსტანტინე მამაცაშვილს ჩამოუტანია, რის შემდეგაც ის ჯერ გენერალ მაზნიაშვილს მიუღია საჩუქრად, შემდეგ კი ნივთი თბილისელ მოქალაქეებს შეუძენიათ.

"სადარბაზო საათი" წითელი ძვირფასმერქნიანი ხისგან არის დამზადებული. საათის მექანიზმი მუშაა და უახლოეს მომავალში ის ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ადგილს.

კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმებისთვის ექსპონატების შეძენა მიმდინარე წლის ივლისის თვიდან ეტაპობრივად ხორციელდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია სრულად მიეწოდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge