png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„პროვინციალიზმიდან“ მიკროფონის ჭერაც ვისწავლე - ჟურნალისტები გაჩეჩილაძეს პასუხობენ

  • ეს საინტერესოა
  • 12.02.2016
  • 14:09
„პროვინციალიზმიდან“ მიკროფონის ჭერაც ვისწავლე - ჟურნალისტები გაჩეჩილაძეს პასუხობენ

„2030“-ის ეთერში გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ამ განცხადებას შესაბამისი პოსტებით აპროტესტებენ.

„დღეს მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა გითხრათ მეთქი?! ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ამ სფეროში, პირდაპირ ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი აქვს დაჭერილი ხელში. არ შეიძლება ასე, არა! აქუბარდია რომ იძახის იქედან ვიციო, უნდა დაასაბუთო. თუ არა და, ეს ყველაფერი არის ტყუილი. მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, გადაბაძე ეთერი მართავს ქვეყანას და გვარამია ნიკოლოზი. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

ია თინიკაშვილი, მაესტროს ჟურნალისტი: ეე, გაჩეჩილაძევ, მომეჩვენა თუ ქსენოფობიურს წააგავს ეს განცხადება. არ ვიცი, რომელ ჟურნალისტზე თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც რაიონიდან ვარ, გორში ვცხოვრობ და მიკროფონიც მიჭირავს ხელში, მაგრამ მერწმუნე, ასი წელი ვერ გააკეთებ ამ ქვეყნის და საზოგადოებისთვის იმდენს, რამდენიც მე გამიკეთებია! სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებ გამონათქვამებში ყოველდღიურად და გული მწყდება“, - წერს მაესტროს ჟურნალისტი ია თინიკაშვილი.

დავით ქაშიაშვილი, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი: გამარჯობა მე დუშელი ვარ დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის "ბაზრობაზე" უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმე საათიანი სტუმრობა. 
საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი. 
ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივკორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს – – – ვერ მივაგნებდი. 
მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი "პროვინციალიზმიდან". მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდეტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ჩემო ბატონო.

თელარა გელანტია, ჟურნალისტი: გამარჯობა, მე წალენჯიხელი ვარ და ახლა ის გამირკვიეთ, „ვაკის კანონში“ როგორ წერია - რაიონელობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს? P.S.2006 წლიდან ვსწავლობ და ვმოღვაწეობ თბილისში.

ნინო არღვლიანი,„მაესტროს“ ჟურნალისტი: „გამარჯობა, მე სვანეთიდან ვარ“.

სოფო ბერიძე, „მაესტროს“ ჟურნალისტი: „გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ“.

გურამ როგავა, „იმედის“ ჟურნალისტი: „მე ზუგდიდელი ვარ“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge