png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გარ­და­იც­ვა­ლა მომღერალი როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" კოს­მოს­ში გაიგზავნა

  • კულტურა
  • 13.02.2022
  • 15:47
გარ­და­იც­ვა­ლა მომღერალი როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" კოს­მოს­ში გაიგზავნა

ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, მუ­სი­კო­სი, რომ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლოც" კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, მუ­სი­კო­სი დათო ცინ­ცა­ძე ავ­რცე­ლებს.

"გარ­და­იც­ვა­ლა როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი - კაცი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩაკ­რუ­ლო გა­იგ­ზავ­ნა კოს­მოს­ში! ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

ვწუხ­ვარ, რომ ჩვენ­გან წა­ვი­და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან დიდი მო­გო­ნე­ბა და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებ­და", - წერს ცინ­ცა­ძე.

მომღერალ როსტომ საგინაშვილი კოსმოსში გაგზავნილი ერთადერთი ქართული პოლიფონიური სიმღერის, "ჩაკრულოს" ერთ-ერთი შემსრულებელია.

1977 წელს, NASA-მ კოსმოსურ ხომალდ "ვოიაჯერს" მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერა მზის სისტემაში გაატანა. კოსმოსში გაგზავნილი "ოქროს ფირფიტა" მოიცავდა ქართულ პოლიფონიურ სიმღერა "ჩაკრულოს", რომელსაც როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებდნენ.

მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, ლეგენდარულ ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, NASA- თან ერთად განეხორციელებინა პროექტი. დედამიწიდან უნდა გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა დიდი ინფორმაცია დედამიწის და მისი მობინადრეების შესახებ. შეიქმნა ე.წ. “ოქროს ფირფიტა”. მასზე დაიტანეს დედამიწის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: მათემატიკური ფორმულები, ადამიანებისა და ცხოველების ფოტოები, ბუნების სხვადასხვა მოვლენები, და სკურპულოზურად შერჩეული 25 მუსიკალური ნაწარმოები. დედამიწის პრეზენტაციისთვის, 25 მუსიკალურ ნაწარმოებში ქართული ხალხური პოლიფონიური საგანძური, „ჩაკრულოც“ შევიდა.

საბჭოთა მაღალჩინოსნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პროექტში მოხვედრილიყო პოპულარული რუსული სიმღერა, “მოსკოვის საღამოები” (პოდმოსკოვნიე ვეჩერა). მიუხედავად მათი მცდელობისა, NASA-ში ეს სიმღერა არ მიიჩნიეს იმ დონის შედევრად, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტში განეთავსებინათ. სწორედ ასე მოხვდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყველაზე მნიშვნელოვან კოსმოსურ პროექტში.

აღსანიშნავია, რომ "ვოიაჯერის" ჩანაწერების 78% მულტიკულტურულ მუსიკალურ ფორმებს მიეძღვნა. დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი და სტრავინსკი. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ - ჩაკომ ბერი, ლუი არმსტრონგი. დანარჩენი კი ინდური, ჩინური, იავური და იაპონური კლასიკური მუსიკა. ასევე პერუს, ბულგარეთის, ავსტრალიის, აფრიკის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხური მუსიკა.

ფოტო: გურამ მურადოვი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge