png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრინც ენდრიუს წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე შეწყდა

  • ეს საინტერესოა
  • 16.02.2022
  • 13:13
პრინც ენდრიუს წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე შეწყდა

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ვაჟმა, პრინც ენდრიუმ სასამართლო პროცესამდე, სექსუალური ძალადობის საქმეზე მომჩინავ ვირჯინია ჯუფრესთან შეთანხმებას მიაღწია.

38 წლის ვირჯინია ჯუფრე იორკის ჰერცოგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მასთან სექსი სამჯერ აიძულეს, როდესაც ის 17 წლის იყო.

ვირჯინია ჯუფრე იმ ქალთა შორის იყო, ვინც ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის უჩივლა. ეპშტეინმა 2019 წელს ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როდესაც საქმეზე სასამართლო განხილვას ელოდა.

ჯუფრე და სხვა ქალები ამტკიცებდნენ, რომ ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვან გოგონებს ძალაუფლების მქონე მამაკაცებთან, სხვათა შორის პრინც ენდრიუსთან, სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა.

პრინცი ენდრიუ კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს.

როგორც იუწყებიან, პრინცმა ენდრიუმ და ვირჯინია ჯუფრემ სასამართლოს გარეშე მიაღწიეს შეთანხმებას. შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მკაცრად კონფიდენციალურია აშშ-ის სასამართლოს წარედგინა.

მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმების თანახმად, პრინცი ენდრიუ სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდის ჯუფრეს, ასევე მსხვილ შენატანს გააკეთებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ფონდში.

კომპენსაციის ოდენობა არ საჯაროვდება, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება მილიონობით ფუნტი იყოს.

2022 წლის იანვარში, ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის საქმეთან დაკავშირებით, დედოფლის განკარგულებით, პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და "მისი სამეფო უმაღლესობის" (HRH – His Royal Highness) ტიტულის ტარების უფლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge