primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "მადერა ჯორჯია" ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს

  • ეკონომიკა
  • 17.02.2022
  • 12:45
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "მადერა ჯორჯია" ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო "მადერა ჯორჯია" აქტიურად აგრძელებს განვითარებას. სულ მალე, კომპანია ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს.

„მადერა ჯორჯიას" საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა დ საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 2.19 მლნ.-მდე ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ახალ საწარმოს ქუთაისში აშენებს.

"მადერა ჯორჯია" საწარმოო პროცესში საქართველოს რეგიონებში არსებული ძველი ხის სახლების მშენებლობაში გამოყენებულ მეორად მუხას მოიხმარს, კომპანიის დევიზია "ძველი ხის ახალი სიცოცხლე". კომპანია ავეჯს, პანელებსა და პარკეტს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე, "მადერა ჯორჯია" არაერთ სასტუმროსა და სხვა ობიექტების პროექტებს უზრუნველყოფს ავეჯითა და სხვა ხის პროდუქციით. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ახორციელებს ექსპორტს გერმანიაში, ჰოლანდიაში, ისრაელსა და თურქეთში", - აცხადებს დავით ქარქაშაძე, "მადერა ჯორჯიას“ დამფუძნებელი.

"მადერა ჯორჯია" დაარსების დღიდან თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან. უკვე 18 წელია, ჩვენს პარტნიორთან ერთად ვავითარებთ ბიზნესს - შევიძინეთ ხის გადამამუშავებელი დაზგა-დანადგარები, გავაფართოვეთ საწარმოო სივრცე, ავაშენეთ ნედლეულის სასაწყობე ფართი და ამჟამად ვაშენებთ კიდევ ერთ საწარმოს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ახალ ბაზარზე გასატანი პროდუქციის წარმოებაც დავიწყოთ", - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

"საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების მხარდაჭერას. ჩვენი და "მადერა ჯორჯიას" მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებას. "მადერა ჯორჯიას" მიერ დამზადებულ პროდუქციას რესტავრირებული სახე აქვს, რაც დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სამომავლოდ კი "მადერა ჯორჯიას" მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი ევროპასა და ისრაელში, როგორც რაოდენობის, ისე ახალი ასორტიმენტის დამატების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, ახალი საწარმო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიას ამ და სხვა გეგმების განხორციელებაში", - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge