საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:0 დაამარცხა
- სპორტი
- 26.03.2022
- 08:02
საქართველოს ნაკრებმა წლის პირველ მატჩი გამართა – ქალაქ ჟენიცას „ბილინო პოლეზე“. ქართველები დაუპირისპირდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს და 1:0 დაამარცხეს.
მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გავიდა. მეტოქის ნახევარზე შექმნილი სივრცით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა, რომელსაც ბუდუ ზივზივაძე კარგად გაეხსნა და ზუსტად დარტყმა მოახერხა.
72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 73-ე წუთზე უკვე ჩვენი ნაკრები გადარჩა – მეკარესთან პირისპირ მიროსლავ სტევანოვიჩი დარჩა, მაგრამ ლორიამ იმარჯვა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. სანიოლის გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200