png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკში 3 მნიშვნელოვანი სიახლეა

  • ეკონომიკა
  • 01.04.2022
  • 11:43
საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკში 3 მნიშვნელოვანი სიახლეა

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას და კიდევ უფრო მარტივი ციფრული გადაწყვეტების შეთავაზებას. ამჯერად ბანკმა ბიზნესმომხმარებელს 3 მნიშვნელოვანი განახლება მოუმზადა.

მეტი კომფორტისთვის, უკვე ბიზნესმობილბანკიდანვეა შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა. მის გასააქტიურებლად, კომპანიის დირექტორმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა  ელექტრონული ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ოპერაცია. მოთხოვნილი ბიზნესბარათი კი შესაბამისი ანგარიშის ბარათების ჩამონათვალში, მომენტალურად გამოჩნდება. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც არსებულ, ისე ახალ ანგარიშზე.  

გარდა ამისა, ბიზნესმობილბანკში უკვე შესაძლებელია ციფრული და პლასტიკური ბიზნესბარათების სტატუსის ცვლილება - მათი დაბლოკვა ან განბლოკვა. 

ამასთან, მომხმარებელი ბიზნესმობილბანკშივე შეძლებს ბარათებზე პინ კოდის ცვლილებას, რომელსაც რთული ავტორიზაციის გავლის შემდეგ, sms-ის სახით მიიღებს. 

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს.  დღეს ბიზნესის წარმატებას დიდ წილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნესმობილბანკის მომხმარებელს. ამიერიდან, სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა და ისეთი ოპერაციების განხორციელება, როგორიცაა ციფრულ და პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის ცვლილება, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge