png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საბოლოოდ ჩვენ ანაკლიის პროექტს განვახორციელებთ - დავითაშვილი

  • ეკონომიკა
  • 01.04.2022
  • 20:16
საბოლოოდ ჩვენ ანაკლიის პროექტს განვახორციელებთ - დავითაშვილი

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გავაუმჯობესოთ ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც გაგვაჩნია. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. სატვირთო გადაზიდვები ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და კონკრეტულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ძალიან მნიშვნელოვანი როლი გააჩნია", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიდის. სულ თვე-ნახევრის წინ ჩვენ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ამავე დროს ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ფაქტობრივად, ყველა პორტი, რომელიც კეთდება, გათვლილია რეალურად უფრო მეტ სიღრმეებზე, უფრო მეტი ტვირთამწეობის გემებზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია, კომპლექსური.

მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ინვესტორი არის, რომელიც ინტერესს გამოტახავს და სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, ეს არის ნიდერლანდური კომპანია MTBS, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და აქცენტი არ გვქონოდა მხოლოდ ერთ პორტზე, ეს ერთმანეთთან იმდენად ურთიერთდაკავშირებულია, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის არის დასკვნები გაკეთებული,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი განხორციელდება. „ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ჩვენ კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ მთელი რიგი პროგრამა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge