png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

SOLO - ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა

  • ეკონომიკა
  • 12.04.2022
  • 14:38
SOLO - ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა

SOLO კვლავ აგრძელებს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეხვედრების სერიას და ამჯერად 15 აპრილს, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ „ლეო ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომლის მიზანია ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც დგანან ლიდერები.

შეხვედრას „ლეო ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, სამი კოენი გახსნის, რომელიც ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Shell-თან, თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. სამი იმაზე ისაუბრებს, თუ როგორ შეიქმნა Shell-ში ლეო მეთოდოლოგიის საშუალებით ე.წ. Trusting Team-ები და რა რეალურ ღირებულებაში ითარგმნა შემდგომში ეს ტრანსპორმაცია ორგანიზაციისთვის.
 
შეხვედრის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:

•  ლევან ლეფსვერიძე, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი;

•  ლექსო ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრის მედიატორი კი იქნება გიორგი ბურჭულაძე, „ლეო ინსტიტუტის“ დირექტორი და კომპანია „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი.
 
„ნებისმიერი ორგანიზაცია ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის, რომელიც გულისხმობს ზრდას, სტაგნაციასა და ვარდნას. გრძელვადიანი წარმატებისთვის კი, ერთადერთი გზა ტრანსფორმაციის უწყვეტ პროცესში გადასვლაა. სწორედ ამ თემატიკაზე და გამორჩეული სპიკერების მონაწილეობით, მოხარული ვართ SOLO მომხმარებლებს მორიგი შეხვედრა შევთავაზოთ. დამსწრეებს წინ ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ელით, თემაზე ''ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა“. აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთია, რომელიც SOLO Lifestyle-ის ფარგლებში, მომხმარებლებს მათი ინტრესების შესწავლის საფუძველზე შევთავაზეთ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ SOLO მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.

შეხვედრის დეტალები:
ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი; ჭავჭავაძის გამზ. №29 
დრო: 19:00 სთ

დასწრება უფასოა. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე − hobby@solo.ge ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3O1g8yu

ინფორმაციისთვის, „ლეო ინსტიტუტი“ უკვე 40 წელია, NASA-ს, Shell-ის, VISA-ს, Boeing-ის, American Express-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ლიდერებს ეხმარება დაიწყონ და დარჩნენ მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესში, იმისათვის რომ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას საკუთარი კომპანიებისთვის, ვიდრე ამას თავად მოელიან. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge