png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ იდეათეკაში დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 14.04.2022
  • 11:58
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ იდეათეკაში დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა

საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. განსაკუთრებით კი რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. სწორედ ამ მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ცნობილი მწერლის, დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა, რომელმაც ყურადღება წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, პედაგოგები ესწრებოდნენ. მწერალმა ისაუბრა განათლების, თავისუფლების მნიშვნელობაზეც, უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ლექციის ბოლოს კი სპიკერმა ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი წიგნები გადასცა და მათზე სამახსოვრო ავტოგრაფებიც გააკეთა.

"ძალიან სასიამოვნო ვიზიტი შედგა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის იდეათეკაში და მადლობა ყველას, ვინც ეს იდეა განახორციელა. დარწმუნებული ვარ, იდეათეკა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კითხვა და ლიტერატურა ისედაც უყვარდა, არამედ ზოგადად, ახალქალაქის ქართველი და არა მარტო ქართველი ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. ასეთ გარემოში უბრალოდ ყოფნაც კი სასიამოვნო და სასარგებლოა. მჯერა სივრცე იმ ადამიანებსაც მიიზიდავს, ვინც ჯერ არ იცის რომ წიგნზე კეთილი, კარგი და ტკბილი გამოგონება, ამ სამყაროში არ არსებობს“ , - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

"საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების ხელშეწყობას. აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების სივრცეების შექმნაზე. სწორედ ასეთ, ახლადგახსნილ სივრცეში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა დათო ტურაშვილის შეხვედრა მოსწავლეებთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სპიკერი შევახვედროთ ახალგაზრდებს, მხარი დავუჭიროთ რომ იდეათეკაში განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, იქნება ეს ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, მათთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა, წიგნის კითხვა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ახლადგახსნილმა იდეათეკამ უკვე პირველ ლექციას უმასპინძლა და იმედი გვაქვს, ეს სივრცე კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილი გახდება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ „იდეათეკების“ განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. პროექტის ფარგლებში იდეათეკები უკვე გაიხსნა ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ნიქოზში, დიცში, ხურვალეთში, დუისში, თბილისში. ამ რიცხვს სულ ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. უკვე 4,600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge