png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით "ტრადიციულმა" წარმოება 150%-ით გაზარდა

  • ეკონომიკა
  • 15.04.2022
  • 15:00
 საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით "ტრადიციულმა" წარმოება 150%-ით გაზარდა

საქართველოს ბანკი მეღვინეობის სექტორისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „ტრადიციული“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს.

კომპანია ღვინისა და სხვა ტრადიციული სპირტიანი სასმელების წარმოებას სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში ახორციელებს. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 406 800 ლარის მოცულობის ინვესტიციით საწარმო აქტიურად ავითარებს საქმიანობას და ზრდის წარმოებას.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავხვეწოთ პროდუქცია, რათა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი შევთავაზოთ. ამას ერთის მხრივ, წარმოებაში ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ყურძნის გამოყენებით ვუზრუნველვყოფთ, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვიხსნის წვდომას საჭირო რესურსზე. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ავზების შესანახი ცისტერნების, გადასამუშავებელი დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას მოვახმარეთ. მიღებული ინვესტიციის საფუძველზე კი შევძელით, წარმოების და გადამუშავების 150%-ით ზრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ახალი საექსპორტო ბაზრები აგვეთვისებინა“ , - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ბორის აბაკელია.

უკვე რამდენიმე წელია, „ტრადიციული“ წარმატებით ახორციელებს იაპონიაში საფერავის, ქისის, რქაწითელის, ხიხვისა და სხვა დასახელების ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას. მალე კომპანიის პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge