png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

  • ეკონომიკა
  • 20.04.2022
  • 14:32
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დამიენ შილსს შეხვდა.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები და IFC-ის გადაწყვეტილება - კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს პორტფელის მოცულობა საქართველოსთვის.
 
საუბარი შეეხო COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგებს საქართველოსა და რეგიონში, ასევე, პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რის შედეგადაც 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკამ აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი აჩვენა, პოზიტიურია მონაცემები მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამასთან, ხაზი გაესვა დღეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რაც უკავშირდება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გამოწვევების დასაძლევად საქართველო კვლავ გააგრძელებს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, დიგიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების განვითარება, კაპიტალის ბაზრის რეფორმა და სხვა.
 
ხაზი გაესვა კერძო სექტორის როლს ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის რეფორმის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმართულია ჯანდაცვისა და განათლების სექტორების გაძლიერებისკენ და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან კომუნიკაციაში.
 
დასასრულს, გამოითქვა იმედი, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას, როგორც ინვესტიციების, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური სახის მხარდაჭერის მიმართულებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge