png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

  • კონფლიქტები
  • 03.05.2022
  • 22:03
ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

საპარლამენტო დელეგაციას ადგილზე სიტუაცია გააცნო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ. მან ჩეხ სტუმრებს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

"საოკუპაციო ხაზზე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმდენად, რამდენადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით იხილონ თუ რა არის რუსული ოკუპაცია და ოკუპაციის მძიმე შედეგები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ეხილათ ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები, უკანანო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, აქ პირდაპირი უმძიმესი შედეგია რუსული ოკუპაციის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილზე ნახონ ეს ყველაფერი და ადგილზე გაეცნონ ოკუპაციის მძიმე შედეგებს.

ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, იმდენად რამდენადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ევროკავშირის შუამავლობით მოაწერა ხელი საქართველომ და რუსეთის ფედერაციაზე სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გაზრდაა მნიშვნელოვანი, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საერთაშორის სამართლით ნაკისრი ვალდებულებები", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა და ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია.

"ეს ძალისხმევა უნდა იყოს უნივერსალური, ზეწოლა უნდა იყოს მზარდი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და პასუხი აგოს იმ მძიმე შედეგებზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ის ახორციელებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge