png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • ეკონომიკა
  • 20.05.2022
  • 15:52
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი, როგორც  დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი ბანკი, სამშენებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და „არტე დეველოპმენტის“ პარტნიორობის შედეგად გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 3000 კვ.მ- ზე   

აშენდება.  პროექტი  მოიცავს საცხოვრებელ და საზაფხულო ფართებს, კომერციულ ფართსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი არქიტექტურა, მყუდრო გარემო, გამწვანებული ეზოს პანორამული ხედები. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ენერგოეფექტური მასალებით შენდება. პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ 2,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„არტე დეველოპმენტსა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბანკთან თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა მეტი სანდოობა ბაზარზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა ჩვენს ბინებზე, გაიზარდა ჩვენი კომპანიის ცნობადობა და ჩვენი, როგორც დეველოპერის მიზნებიც. საქართველოს ბანკის დახმარებით უფრო მოქნილები გავხდით  გაყიდვების პოლიტიკაში და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ბანკმა კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა“,- განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, კომპანია „არტე დეველოპმენტის“  დირექტორმა.  

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, „არტე დეველოპმენტთან“ ერთად  ვახორციელებთ გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს 185 სახლს, საოფისე სივრცეს, გამწვანებულ ეზოსა და მიწისქვეშა პარკინგს. კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა. „არტე დეველოპმენტის“ დამფუძნებლებს აქვთ 20 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც პროექტის წარმატების გარანტიაა. ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპერული სექტორის და ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge