png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

  • ეკონომიკა
  • 24.05.2022
  • 14:38
საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ღონისძიებას, Seamless Middle East 2022-ს უერთდება.
მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის, საქართველოს ბანკს ღონისძიებაზე ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე წარადგენს. 
ღონისძიება 31 მიასიდან 1 ივნისის ჩათვლით, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში  გაიმართება. Seamless Middle East 2022 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-ზე მეტ მიწვეულ სტუმარს, 300-ზე მეტ სპიკერსა და 350-ზე მეტ გამოფენის მონაწილეს გააერთიანებს. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს,  როგორიცაა:  Microsoft, SAP, Oracle, PayPal, Salesforce, VISA, IBM და სხვ.
„უკვე 22 წელია, Seamless-ი გადახდების, ფინტექის, ელექტრონული კომერციის,  საბანკო,  და სხვა ინდუსტრიების წამყვანი პროფესიონალების შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. მაქვს შესაძლებლობა, აუდიტორიას საქართველოს ბანკის სახელით ის სიახლეები და ინოვაციები გავაცნო, რომელსაც ბოლო პერიოდში ვავითარებთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. პანელური დისკუსიის ფარგლებში ისეთ საკითხებს მიმოვიხილავთ, როგორიცაა: ფინტექი; ახალი ბიზნეს მოდელების ათვისება; მომხმარებლის მუდმივადცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილება; ფინანსური სისტემების სამომავლო ხედვა - როგორ გამოიყურება სამომავლო საბანკო დღის წესრიგი და სხვ. ღონისძიება უამრავი საინტერესო და ინოვაციური იდეის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა,  საბანკო თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რასაც   საქართველოს ბანკში ვნერგავთ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge