png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 07.06.2022
  • 14:08
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 9 ივნისს, სტამბაში, ექსპორტის თემაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტოსთან (SMEDA) ერთად პანელური დისკუსია გაიმართება.

შეხვედერაზე მეწარმეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები, არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.

პანელური დისკუსიის დროს განხილული იქნება 2021-2025 წლების სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, SME საწარმოთა ექსპორტის ზრდის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: „გალტ & თაგარტი“; „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI); სოფლის განვითარების სააგენტო (RDA); ღვინის სააგენტო, ექსპორტის განვითარების სააგენტო (EDA) და USAID ის კონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

ღონისძიების სპიკერების სია ასე გამოიყურება:

•    ბაჩანა შენგელია − გალტ & თაგარტის წარმომადგენელი;
•    ნიკა მამუკელაშვილი − აწარმოე საქართველო, ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
•    ალექსანდრე პაპიაშვილი − GCCI, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
•    თორნიკე კაპანაძე − RDA, პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
•    ირაკლი ჩოლობარგია − ღვინის სააგენტო, თავმჯდომარის მრჩეველი;
•    გვანცა მელაძე − EDA (ექსპორტის განვითარების ასოციაცია), ბორდის წევრი;
•    სალომე არღვლიანი − GIZ -ის წარმომადგენელი;
•    ელენე ცხადაია − საქართველოს ბანკის, გლობალური საბანკო ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი;
•    რატი ანჯაფარიძე − USAID – DAI (ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა)

"საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ SME ბიზნესებს და გავაძლიეროთ ისინი საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების სწორ დროსა და ადგილზე მიწოდებით. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ არასაბანკო შეთავაზებებს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომას. ამ მიზნით შევქმენით შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, ბიზნესკურსიც, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან ტრენინგებს, ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, რომელიც SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე გაიმართება, ის დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და არსებულ შესაძლებლობებზე. გვინდა, მხარი დავუჭიროთ SME -საწარმოებს, გაზარდონ ექსპორტი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, საინტერესო პროექტების განხორციელებითა და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნით", - განაცხადა ელენე ცხადაიამ, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის:

SMEDA (მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოში ერთერთ წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში. SMEDA ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ითვალისწინებს დამწყები მეწარმეებისა და მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას. უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, SMEDA უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, ადგილობრივი ბაზრის შესწავლასა და ინვესტიციების დაგეგმვაში ხელშეწყობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge