png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საუკეთესო ავტობუსი, საუკეთესო სატვირთო და საუკეთესო ფურგონი - MAN-ის ტრიუმფი ETM Awards-ზე

  • ეკონომიკა
  • 08.06.2022
  • 17:54
საუკეთესო ავტობუსი, საუკეთესო სატვირთო და საუკეთესო ფურგონი - MAN-ის ტრიუმფი ETM Awards-ზე

•    MAN TGS-მა თვითმცლელის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება;
•    საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში წარმატება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად;
•    MAN Lion's Coach-მა სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში ჯილდო მეოთხედ მიიღო;
•    მეოთხედ აიღო პირველი ადგილი სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ, ნულოვანი გამონაბოლქვით.

ETM (EuroTransportMedia) Awards 2022-ის ტრიუმფატორი MAN Truck & Bus გახდა. კომპანიამ სატვირთო ავტომანქანების, ავტობუსებისა და ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით 4 კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება.

დაჯილდოების ცერემონია 1-ელ ივნისს ბერლინში ჩატარებული კონგრესის „მომავლის კომერციული სატვირთო ავტომანქანები 2022“-ის ფარგლებში გაიმართა.

საუკეთესო კომერციული სატვირთო მანქანებისა და ბრენდის გამოსავლენად სატვირთო კომერციული მანქანების გამოცემა ETM-Verlag-ის 6000-მა მკითხველმა მისცა ხმა. გამოკითხვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კომპანია DEKRA, რომელიც ავტომანქანების ტესტირებას ახორციელებდა.

მკითხველთა გამოკითხვაში "საუკეთესო სატვირთო მანქანა", "საუკეთესო ფურგონი" და "საუკეთესო ავტობუსი", 16 კატეგორიაში, 216-ზე მეტი კომერციული სატრანსპორტო საშუალების მოდელი მონაწილეობდა.

"ETM Awards ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია MAN-ის გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდისთვის. 200-ზე მეტ კონკურენტთან გამარჯვება ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის "საუკეთესო ფურგონი", "საუკეთესო სატვირთო მანქანა" და "საუკეთესო ავტობუსი", დიდ სიამაყის გრძნობასა და მოტივაციას გვანიჭებს", - ფრიდრიხ ბაუმანი, MAN-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

კრისტოფ ჰუბერი, MAN Truck & Bus Deutschland GmbH-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: "ჩვენმა პროდუქციამ წელს კიდევ ერთხელ შეძლო შთაბეჭდილების მოხდენა სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და ფურგონების კატეგორიებში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სრულად ელექტრიფიცირებულმა MAN eTGE-მ და ავტობუსმა MAN Lion's Coach-მა ზედიზედ მეოთხედ დაიკავეს პირველი ადგილი ETM Awards-ის კონკურსში".

MAN TGS თვითმცლელი

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული MAN TGS-ია, რომელიც იდეალურად არის მორგებული შესაბამის დარგობრივ მოხმარებაზე. სატვირთო გამორჩეულია მაღალი ხარისხით, გამძლეობით, გათვლილია მძიმე პირობებში ექსპლუატაციისთვის. სატვირთოში, ამავდროულად, მთავარი აქცენტი კეთდება მძღოლის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

MAN TGS აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა საგზაო საცობის ასისტენტი, რომელი ზრუნავს მძღოლის კომფორტზე შეფერხებული გადაადგილების დროს Congestion Asisistant-სა და Stop&Go ფუნქციის მეშვეობით. დამონტაჟებულია MAN OptiView-ის უსაფრთხო მართვის სისტემა. ის ეხმარება მძღოლს მანევრირების, ზოლიდან ზოლში გადასვლისა და შემობრუნების დროს.

საქალაქთაშორისო და სამგზავრო ავტობუსების კატეგორიებში MAN კვლავ პირველ ადგილზეა

საქალაქთაშორისო ავტობუსების კატეგორიაში გამარჯვება MAN Lion's Intercity LE-ს ხვდა წილად.

ახალი MAN Lion's Intercity LE მოქნილი და შთამბეჭდავი გადაწყვეტაა, მინიმალური "ფლობის საერთო ღირებულებით". უახლესი ავტობუსები თანამედროვე ტექნოლოგიითა და უნივერსალური აღჭურვილობითაც გამოირჩევა.

გამარჯვებული MAN Lion's Coach-ია, რომელმაც მაღალჭერიანი სამგზავრო ავტობუსების კატეგორიაში მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება. მისი დიზაინი და პროპორციები ისეა შექმნილი, რომ მგზავრებმა და მძღოლებმა MAN Lion's Coach-ში ჩაჯდომისთანავე იგრძნონ თავი კომფორტულად.

ამ მიზანს MAN-მა, ერთი მხრივ, - კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერით, ჰარმონიული და მუდმივად ელეგანტური ფერებით, მეორე მხრივ კი, უწყვეტი LED განათების ზოლით მიაღწია.

ახალი Lion's Coach შთაბეჭდილებას ახდენს გაუმჯობესებული სავალი ნაწილითა და საწვავის სისტემით, რომელიც ხელს უწყობს ნაკლები საწვავის მოხმარებას.

MAN eTGE ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს

MAN eTGE-მ ასევე ზედიზედ მეოთხეჯერ გაიმარჯვა ელექტროტრანსპორტიორის კატეგორიაში.

MAN Transporter, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი 2018 წლიდან არის ხელმისაწვდომი, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო დანიშნულების.

MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის, ETM Awards-ზე გამარჯვებული თვითმცლელებიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge