რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- კონფლიქტები
- 12.06.2022
- 14:34
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
ოკუპანტები ბოლო ორი დღეა ზარდიაანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე მუშაობენ და უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის მიღმა დამატებითი ტერიტორიები აღმოჩნდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200