png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისცენტრი თბილისში

  • ეკონომიკა
  • 13.06.2022
  • 19:04
"თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისცენტრი თბილისში

"თეგეტა მოტორსი" მომსახურების ქსელს აფართოებს. თბილისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმდებარედ გაიხსნა.

ეს "თეგეტას" უკვე მეშვიდე ობიექტია დედაქალაქში, სადაც მსუბუქი ავტომანქანის მფლობელებს გაუწევენ მომსახურებას. მომხმარებელი ახალ ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს.

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, შოურუმსაც გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ალექსანდრე ლაფერიშვილი, "თეგეტა მოტორსის" საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი: "ახალი სერვისცენტრის გახსნით დედაქალაქს "თეგეტა მოტორსის" კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ახალ ობიექტში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს შევთავაზებთ. აქვე განთავსებულია შოურუმი, სადაც პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდების საავტომობილო პროდუქტებია წარმოდგენილი. შედეგად, ჩვენი მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს როგორც მომსახურების მიღებას, ისე საავტომობილო პროდუქციის შეძენას".

ახალი სერვისცენტრი, რომელიც 330 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტი ავტომფლობელის მომსახურებას შეძლებს.

ფილიალში შემდეგი სერვისის მიღებაა შესაძლებელი:

•    ძრავაში ზეთისა და ფილტრის შეცვლა
•    გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
•    საბურავების სერვისი
•    ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა
•    აკუმულატორების შეცვლა
•    ნათურების შეცვლა/ფარების გასწორება
•    ფრეონის დამატება

სერვისცენტრში, რომელიც შოურუმსაც მოიცავს, პრემიუმ ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საცხებ -საპოხი მასალები, აკუმულატორები, საბურავები, ავტომობილის აქსესუარები და სხვა.

გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ფილიალი განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი გრაფიკით იმუშავებს და მომხმარებელს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9:30-დან საღამოს 9 საათამდე გაუწევს სათანადო მომსახურებას. შედარებით მოკლე სამუშაო დღეა კვირას - სერვისცენტრი საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.

"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge