primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

გარემოზე ზრუნვა მარტივია - "პოლივიმი" Tegeta.care-ზე

  • ეკონომიკა
  • 14.06.2022
  • 17:42
გარემოზე ზრუნვა მარტივია - "პოლივიმი" Tegeta.care-ზე

ნარჩენების მართვა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა. მავნე ნარჩენების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება საქართველოშიც. გარემო ბინძურდება და უარყოფით გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. "პოლივიმი" სწორედ ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია მეორად პოლიმერებს, ანუ პლასტმასის ნარჩენებს ამუშავებს და ამ გზით ღირებულ ნედლეულს ქმნის, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს.

ბექა ფონჯავიძე "პოლივიმის" კომერციული მენეჯერი: "რასაც პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით ვიღებთ, ამას ფანტელებს ვეძახით. ეს არის დაქუცმაცებული, დახარისხებული ფანტელები. ჩვენი მომხმარებლები ავეჯის, ტექსტილის, შესაფუთი მასალების მწარმოებლები არიან. საქართველოს ბაზარზე მათი წილი მაქსიმუმ 10 პროცენტია, დანარჩენი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციით, made in Georgia-ს სახელით შევაღწიეთ. ნარჩენების მართვა ჩვენთან აქამდე ძალიან ქაოსური იყო - იკარგება, იმარხება, ბუნებაში იფანტება. ამ ყველაფერს ჩვენ ღირებულ პროდუქციად გადავაქცევთ. ეს ბიზნესივითაა და თანაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი მასშტაბი, მით უფრო შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება".

სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდნენ "პოლივიმი" და "თეგეტა ჰოლდინგი". მასშტაბების გაზრდისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით "პოლივიმი" "თეგეტას" ზრუნვის პლატფორმაზე დაემატა. კომპანიის სათავო ოფისსა და ფილიალებში კი "პოლივიმის" 10 ყუთი განთავსდა.

ქეთევან მაისურაძე, "პოლივიმის" მარკეტინგის მენეჯერი: "თეგეტა" და "პოლივიმი" "მწვანე რევოლუციის" კამპანიის ფარგლებში დამეგობრდნენ. "თეგეტა" ჩაერთო გარემოსდაცვითი მიმართულებით გადამუშავებისა და სეპარირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ზრუნვის პლატფორმაზე კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით მოვახერხებთ იმ მესიჯის მიწოდებას საზოგადოებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და რისთვისაც ვიბრძვით. "თეგეტასა" და, ზოგადად, დიდი ორგანიზაციების ჩართულობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და გადამუშავების მნიშვნელობა დავანახვოთ".

ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტა ჰოლდინგის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვა და მასზე ზემოქმედების შემცირებაა. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე, Tegeta.care, ახალი პარტნიორის გაჩენა, ვისი საქმიანობაც გარემოს დაცვას ემსახურება, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარდა, სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას, შეგვეგროვებინა პლასტმასის ნარჩენები ჩვენს სათავო ოფისსა და ფილიალებში. ეს პროცესი ერთჯერადი არ იქნება და ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი აქტივობებით შევიტანთ ჩვენს წვლილს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში".

"თეგეტა ჰოლდინგის" ფილიალებში "პოლივიმის" ყუთების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. გარემოზე ზრუნვის ნებისმიერ მსურველს კი ნარჩენების შესაგროვებლად "პოლივიმის" სათავო ოფისში ელოდებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge