png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

  • ეკონომიკა
  • 16.06.2022
  • 10:55
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით „იდეათეკების“ პროექტი გრძელდება. საქართველოს 7 სახვადასხვა რეგიონის 11 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა შეემატა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე სკოლის 306 მოსწავლეს, იდეათეკის მეშვობით ისეთ საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსზე და ხელსაწყოებზე მიეცა წვდომა, როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ.

იდეათეკების მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.  სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება. 

„იდეათეკების პროექტი გრძელდება. მოხარული ვართ, რომ მორიგი იდეათეკა ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლას შეემატა. სკოლაში სწავლობენ იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ განათლებას. ახალი იდეათეკა 1,500-ზე მეტ წიგნს, თანამედროვე შემეცნებით ტექნოლოგიებსა და სხვა ხელსაწყოებს აერთიანებს, რაც დარწმუნებული ვართ, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს  სხვადასხვა რეგიონის უკვე 12 საჯარო სკოლაში მოეწყო. 6,000-ზე მეტი მოსწავლე  აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge